პრიორიტეტი I: დამკვეთის კმაყოფილება
პარტნიორი კომპანიების მაქსიმალური კმაყოფილება, ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ეს არის გარანტი იმისა, რომ ვუზრუნველვყოთ გრძელვადიანი თანამშრომლობა და ზრდა არსებულ პარტნიორ კომპანიებთან. ჩვენს ვიწრო საბაზრო გარემოში, კმაყოფილი პარტნიორები და საქმეში ჩართული ადამიანები ასევე არიან ჩვენი კომპანიის პრომოუტერები.
ჩვენი პარტნიორების მიზნები ამ სფეროში შემდეგნაირად განისაზღვრება:
- მიზნის მიღწევა, მომსახურების დონე და მაღალი ხარისხი
- მონაცემთა მაღალი დაცვა და უსაფრთხოება
- მოქნილობა, კომპეტენტურობა, ინოვაცია,
- ღიაობა და აქტიურობა ყველა სიტუაციაში
ჩვენი მოლოდინი: გვსურს ვიყოთ საუკეთესოები და ვაჩვენოთ ეს მიღწეული შედეგებით რეიტინგში.
დამკვეთის მიზანი, რომელზეც ჩვენ ოდესღაც პასუხისმგებლობა ავიღეთ, როგორც ჩვენს უპირველეს პრიორიტეტზე, ნიშნავს მიაღწიო ამ მიზანს უპირველეს ყოვლისა.
პრიორიტეტი II: ჩვენი თანამშრომლების კმაყოფილება
კმაყოფილი თანამშრომლები წარმოადგენენ მიზნების მიღწევის და პერსონალის შემდგომი განვითარების უმნიშვნელოვანეს ბერკეტს. თანამშრომელთა კმაყოფილება, ამ თვალსაზრისით, ეფუძნება არამარტო მისაღებ და საშუალოზე მაღალი სტანდარტის პირობების შექმნას, არამედ ასევე:
- ღიმილი ყველასთვის, ვინც მოდის, ყური ყველასთვის, ვინც აქ არის, პერსპექტივა ყველასთვის, ვინც ჩვენთან რჩება
- გულახდილობა და ურთიერთგაგება, რამდენადაც ეს შესაძლებელია
- შეგრძნება, რომ მუდმივი სამუშაო ადგილის გაქვს, ნაცვლად დროებითი ან/და ხანმოკლე სამსახურისა
ჩვენი დაპირება ჩვენს თანამშრომლებს: ჩვენ ვცდილობთ ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს!
ჩვენ ვცდილობთ ამ გზით შევინარჩუნოთ ზემოთ აღწერილი კორპორატიული ატმოსფერო/კულტურა მთელს კომპანიაში . ჩვენ 020-EPOS LLC როგორც დამსაქმებელი, პირველადი მიზნის გარდა ვცდილობთ ასევე გავზარდოთ ჩვენი აღქმადობა, როგორც საზოგადოების პატარა, თუმცა დიდმა ნაწილმა. ჩვენ მიზანია შევინარჩუნოთ თანამშრომლებში გუნდურობა და ერთიანობა მიუხედავად მათი წარმატებისა, თანამდებობისა და პოზიციისა, რომლეზეც ისინი ამჟამად იმყოფებიან.
პრიორიტეტი III: მოკლევადიანი ეკონომიკური წარმატება
მოკლევადიანი ეკონომიკური წარმატება იშვიათად არის საოპერაციო გადაწყვეტილებების ამოსავალი წერტილი. მაგალითად, ადამიანური რესურსები გამოიყენება იქ, სადაც ისინი მხარს უჭერენ დამკვეთის მიზნებს და სადაც ისინი ხაზს უსვამენ ჩვენი გუნდების მუშაობას ამ თვალსაზრისით. არ არსებობს პრიორიტეტიზაცია კონტრიბუციის მარჟის ან ბრუნვის საფუძველზე.
გასაოცარი, პროვოკაციული და გამარტივებული, შემდეგი წინადადება დგას სახელმძღვანელოს მიღმა:
თუ ჩვენ, რეიტინგში პირველ ადგილზე ყოფნით ვერ ვნახავთ ფინანსურ სარგებელს, მაშინ არასწორი დამკვეთი გვყავს ან არასწორ ბაზარზე ვართ. თუ მოტივირებული თანამშრომლებით არ მივიღებთ უმაღლეს პოზიციას, მაშინ ერთად უნდა გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას.
ტოპ მენეჯმენტი და თითოეული ჩვენი თანამშრომელი იღებს ვალდებულებას, დაიცვას ეს გაიდლაინები ყოველდღიურ და სტრატეგიულ საქმიანობაში და გაავრცელოს მათი განხორციელება კომპანიაში.
კომპანიის გაიდლაინი სავალდებულოა და ჯერ კიდევ განვითარებადია. ეს არის მოწვევა დიალოგისთვის ადრესატთა ჯგუფის ყველა პირთან. დიალოგმა უნდა გამოიწვიოს გაგების გაღრმავება, საკვანძო წინადადებების ახალ ვითარებასთან ადაპტირება და საჭირო დაზუსტებისა და შესწორებების შეტანა.